EcoVille Holding-ის 32.3 მეგავატიანი ინდუსტრიული მზის ელექტროსადგური საქართველოში, 59,878 მზის პანელი.

სერვისები

თქვენი მთავარი კონტრაქტორი მზის ენერგიის სექტორში

EcoVille Georgia გთავაზობთ მზის ენერგიის სრულყოფილ გადაწყვეტილებას, რომელიც მორგებულია თანამედროვე ენერგეტიკულ მოთხოვნებზე. ჩვენი სპეციალიზაციაა სრული EPC (პროექტირება, შესყიდვა, მშენებლობა) ციკლი, რაც გულისხმობს მომსახურების სრულ სპექტრს: საწყისი დაპროექტებიდან და მაღალი ხარისხის აღჭურვილობის მოძიებიდან, საბოლოო ინსტალაციასა და ექსპლუატაციაში გაშვებამდე. ეს მიდგომა უზრუნველყოფს თითოეული მზის ელექტროსადგურის მაქსიმალურ ეფექტურობას, საიმედოობასა და გრძელვადიან მდგრადობას. ჩვენი სერვისები:

  • ადგილზე კონსულტაცია
  • ადგილის შესწავლა დრონით
  • სახურავის დატვირთვის ექსპერტიზა
  • დაგეგმვა & ინჟინერია
  • პროექტის მენეჯმენტი
  • ყველა ტიპის მზის სისტემების და კონსტრუქციების მონტაჟი
  • ენერგიის შენახვის გადაწყვეტილებები და დაგეგმვა
  • ცვლადი და მუდმივი დენის ელექტრო სამუშაოები
  • მარეგულირებელ უწყებებში განაცხადების შეტანის მხარდაჭერა
  • მზის სისტემის მოვლა-პატრონობის მომსახურება (მომსახურების სააბონენტო)
  • დაფინანსების შესაძლებლობებში დახმარება
  • ფოტოვოლტური ეკოპარკინგი

ერთი სურვილი - ერთი გადაწყვეტილება - ერთი საკონტაქტო პირი - ერთი გუნდი