EcoVille Holding-ის მიერ EPC მოდელით აშენებული მზის ელექტროსადგური აღჭურვილია 9360 ფოტოელექტრული პანელით, რომელთა ჯამური დადგმული სიმძლავრე 5522.4 კვტ-ს (kWp) შეადგენს.
სადგური წლიურად 9350 მგვტ.სთ (MWh) სუფთა ელექტროენერგიას გამოიმუშავებს, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს CO₂-ის ემისიას და ხელს უწყობს მდგრად ენერგეტიკულ ტრანზიციას.
EcoVille Holding-მა პროექტის სრული ციკლი მართა: ტერიტორიის შეფასებითა და საინჟინრო დაპროექტებით დაწყებული, შესყიდვების, მშენებლობის, ექსპლუატაციაში გაშვებისა და გრძელვადიანი ტექნიკური მომსახურების ჩათვლით. ეს მიდგომა უზრუნველყოფს სისტემის მაღალ ეფექტურობას, საიმედოობასა და საერთაშორისო სტანდარტებთან სრულ შესაბამისობას.