საქართველოში სულ უფრო მეტი ბიზნესი მზის ენერგიაზე გადადის და კომპანია „მეტრო პროჯე“ მათ შორისაა.
„ეკოვილ ჯორჯიამ“ დაამონტაჟა 55.1 კვტ სიმძლავრის მზის სისტემა, რომელიც წელიწადში დაახლოებით 63,010 კვტ/სთ სუფთა ენერგიას გამოიმუშავებს. შესაბამისად, კომპანიას წელიწადში დაახლოებით 18,280 ლარის დაზოგვა შეუძლია.
ჩვენმა გუნდმა სრული პროცესის მართვაზე აიღო პასუხიმსგებლობა – დაგეგმვიდან და მონტაჟიდან ექსპლუატაციაში გაშვებამდე. ასევე, მოწინავე მონიტორინგის ტექნოლოგიის საშუალებით მაქსიმალური ეფექტურობა და გრძელვადიანი საიმედოობა უზრუნველყო.
მზის ენერგიაზე გადასვლით, „მეტრო პროჯე“ არა მხოლოდ ამცირებს საოპერაციო ხარჯებს, არამედ მდგრადი ბიზნესის განვითარებას უწყობს ხელს.