EcoVille Georgia-მ მონაწილეობა მიიღო რეგიონის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ღონისძიებაზე – 2025 წლის საქართველოს ენერგეტიკისა გამოფენასა და ფორუმზე (GEEF 2025), რომელიც განახლებად ენერგიას, მდგრადობასა და ინოვაციებს ეძღვნება.
ფორუმის ფარგლებში, ტიგრან ოხანიანმა, EcoVille Holding-ის დამფუძნებელმა და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, მონაწილეობა მიიღო პანელურ დისკუსიაში თემაზე — „მზის ენერგიის მასშტაბირება საქართველოში: ინოვაცია, შენახვა და ქსელის ინტეგრაცია“.
მისმა გამოსვლამ ხაზი გაუსვა საქართველოში მზის ენერგიის გამომუშავების ზრდისთვის ჭკვიანი ენერგიის შემნახველი სისტემების, ქსელში ინტეგრაციის და ტექნოლოგიური ინოვაციების განვითარების მნიშვნელობაზე.
EcoVille Holding-ის დამფუძნებლემა/სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ ტიგრან ოხანიანმა და თანადამფუძნებელმა/სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა ვარდან ჰოვსეფიანმა, ასევე, ისაუბრეს რუსთავი 2-ისა და პირველი არხის სიუჟეტებში, სადაც გააზიარეს კომპანიის მრავალწლიანი გამოცდილება, მზის ენერგიის მზარდი მოთხოვნა და EcoVille-ის განვითარების სტრატეგიული ხედვა.
ამასთანავე, EcoVille Georgia-ს გენერალური დირექტორმა მამუკა მჭედლიშვილმა პირველი არხის გადაცემაში “ბიზნეს პარტნიორი” ისაუბრა კომპანიის საქმიანობაზე, განხორციელებულ მსხვილ პროექტებზე და საქართველოში მდგრადი ენერგეტიკული განვითარების ხელშეწყობის შესახებ.
EcoVille აგრძელებს თანამშრომლობის გაღრმავებას ბიზნეს პარტნიორებთან და ენერგეტიკის სექტორის წარმომადგენლებთან, რომ ხელი შეუწყოს ქვეყნის ენერგო-მდგრადობასა და მზის ენერგიის პოტენციალის ზრდას.
