EcoVille Holding-ის საერთაშორისო ბიზნესის ხელმძღვანელმა ანდრეი აპრესოვმა და EcoVille Georgia-ს აღმასრულებელმა დირექტორმა მამუკა მჭედლიშვილმა ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ბიზნეს გადაცემაში განიხილეს კომპანიის სტრატეგიული მიზნები, ძირითადი მიღწევები და სამომავლო საკანონმდებლო ცვლილებები საქართველოში. მათ გაგვიზიარეს თუ როგორ ემზადება EcoVille მზის ენერგიის მიწოდების ახალი ეტაპისთვის.
