EcoVille Georgia-მ შპს Giorgi 2004-ისთვის, რომელსაც სარემონტო მასალების მაღაზია New Design-ის სავაჭრო მარკა ეკუთვნის, დაამონტაჟა 150.06 კვტ სიმძლავრის მზის სისტემა. ის ყოველწლიურად დაახლოებით 171 729 კვტ/სთ სუფთა ენერგიას გამოიმუშავებს და კომპანია ელექტროენერგიის ხარჯებზე ყოველწლიურად დაახლოებით 49 801 ლარს დაზოგავს.
EcoVille-მა მთელი პროცესი მართა – სისტემის დიზაინიდან და მონტაჟიდან ექსპლუატაციაში გაშვებამდე. ასევე, სისტემა თანამედროვე მონიტორინგით აღჭურვა მაქსიმალური ეფექტურობისა და გრძელვადიანი საიმედოობის უზრუნველსაყოფად.
პროექტი ნათელი მაგალითია, თუ როგორ შეუძლია მზის ენერგიას ბიზნესისთვის ხარჯების ოპტიმიზაცია, ეფექტიანობის ზრდა და კონკურენტუნარიანობის გაძლიერება.