საქართველოს მზის ენერგეტიკის ბაზარი სწრაფად იზრდება, ხოლო ამ ცვლილებების ერთ-ერთი წამყვანი ძალაა EcoVille Holding – კომპანია, რომელიც უკვე ათ წელზე მეტია აქტიურად ქმნის განახლებადი ენერგიის ინფრასტრუქტურას საქართველოში, სომხეთსა და შვეიცარიაში.
Post TV-ის გადაცემაში “ბიზნეს პოსტი”, EcoVille Georgia-ს გენერალურმა დირექტორმა მამუკა მჭედლიშვილმა დეტალურად ისაუბრა კომპანიის საქმიანობაზე, მიღწევებსა და მომავლის ხედვაზე.
EcoVille Holding-ს აქვს 10+ წლიანი EPC გამოცდილება და უკვე შექმნილი აქვს 300 მეგავატზე მეტი სიმძლავრის მზის ელექტროსადგურები. მათ შორისაა ინდუსტრიული, კომერციული და საცხოვრებელი ტიპის პროექტები, რომლებიც წარმატებით მუშაობს როგორც საქართველოში, ისე საერთაშორისო ბაზრებზე.
ინტერვიუს მნიშვნელოვანი ნაწილი შეეხო საქართველოს მზის ენერგეტიკის განვითარების პერსპექტივებს, რეგულაციებსა და ახალ ინოვაციებს, რომლებიც ენერგეტიკულ ინდუსტრიას გარდაქმნის.
მამუკა მჭედლიშვილმა აღნიშნა, რომ კომპანია უკვე იწყებს ენერგიის შემნახველი სისტემების (Energy Storage Systems) წარმოებას, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას მისცემს მოიხმარონ მზის ენერგია ღამითაც და მიიღონ ენერგოდამოუკიდებლობა. ეს პროდუქტები უკვე მზადდება სომხეთში და უახლოეს მომავალში ხელმისაწვდომი გახდება საქართველოს ბაზარზეც.
EcoVille-ის მიზანია არა მხოლოდ მზის პანელების გაყიდვა, არამედ სრული მწვანე ეკოსისტემის შექმნა, რომელიც აერთიანებს გენერაციას, შენახვასა და ეფექტურ მოხმარებას.
კომპანია აქტიურად თანამშრომლობს ადგილობრივ და საერთაშორისო პარტნიორებთან, რომ საქართველოში მიღეწული იყოს ენერგეტიკული უსაფრთხოება და მდგრადი განვითარება.
კომპანიის მიზანია საქართველოში განახლებადი ენერგიის ინდუსტრია ახალ საფეხურზე ავიდეს – არა მხოლოდ ტექნოლოგიურად, არამედ სანდო პარტნიორობის, ხარისხის და გრძელვადიანი ხედვის მეშვეობით.
EcoVille აგრძელებს რეგიონში მწვანე ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის განვითარებას, ინოვაციების დანერგვასა და ენერგიის სანდო წყაროების შექმნას მომავალი თაობებისთვის.
